გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიას „საქართველოსთვის“ და საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ხოჯევანიშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა. დეპუტატი პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს და აპირებს საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელოს.