ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გუშინდელ ყრილობას სადაც პოლიტსაბჭოს წევრებიც დაასახელეს, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრობაზე ეკა ხერხეულიძემ და აკაკი მინაშვილმა უარი განაცხადეს, რომლებმაც ახალ პოლიტსაბჭოს ერთ პოზიციაზე მყოფი კლუბი უწოდეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ოპოზცია პარტიის დაშლას არ გამორიცხავს. რა განცხადებებს აკეთებენ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში და როგორ აფასებენ მიმდინარე პროცესებს მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები.