მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე და პენიტენციური სამსახური დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ექს პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებისას უკრაინის რადის მოწოდება გააჟღერა. ამ წუთებში ადვოკატი, დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.