2000-მდე გარდაცვლილი და 5300-ზე მეტი დაშავებული - თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემზარავი შედეგები. საერთაშორისო პარტნიორები, თურქეთს თანადგომას უცხადებენ და დახმარების ხელს უწვდიან. "ნატო" და მისი წევრი სახელმწიფოები, გერმანია, ისრაელი - ეს ქვეყნების მცირე ჩამონათვალია რომლებმაც თურქეთის დახმარების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. მეზობელ ქვეყანას სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური. რა განცხადებები კეთდებოდა დღის განმავლობაში ლიდერების მხრიდან და როგორ იცვლებოდა ვითარება შემთხვევის ეპიცენტრში.