თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1504-ს მიაღწია, - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავდა ათასობით ადამიანი.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, სირიაში სულ მცირე 592 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.
თურქეთსა და სირიაში მაშველები დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ.
ნატო-მ, ევროკავშირმა და კიდევ 45 ქვეყანამ კატასტროფის შედეგებთან გამკლავების მიზნით დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.