უელსის პრინცესა, 41 წლის ქეით მიდლტონი ლონდონში Leeds Kirkgate-ის ბაზრობას ეწვია. მისი მიზანი ახალი Shaping Us კამპანიის ხელშეწყობა და პოპულარიზებაა. პრინცესამ The Royal Foundation Centre for Early Childhood ცენტრისთვის პირველი ოფიციალური Instagram გვერდი უკვე შექმნა. ეს არის ცენტრი, რომელიც უელსის პრინცესამ 2022 წელს დააარსა. ცენტრი ამაღლებს ცნობიერებას ბავშვის ცხოვრების პირველი ხუთი წლის მნიშვნელობის შესახებ. ინიციატივა არის სამეფო ფონდის ადრეული ასაკის ბავშვთა ცენტრის კამპანიის ნაწილი, რომელიც ქეითმა 2021 წლის ივნისში წამოიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ქეითი ბაზრობის დათვალიერების დროს გაჩერდა ყვავილების დახლთან Kirkgate Market-ზე, სადაც ფლორისტი ნილ ეშკროფტი ესაუბრა მას თავისი ბიზნესის შესახებ და ჰიაცინტებიც აჩუქა.
ვალენტინობის დღის მოლოდინში, ეშკროფმა ქეითს შემდეგი ფრაზით მიმართა: ”ეჭვგარეშეა, უილიამი წითელ ვარდებს გაჩუქებთ.” ფლორისტის თქმით კი, ქეითმა აღიარა, რომ უილიამი არათუ ვარდებს, არამედ ყვავილებს საერთოდ არ აჩუქებს. ეშკროფმა ისიც აღნიშნა, რომ პრინცესა ხალხთან კომუნიკაციისას ძალიან გულწრფელად და უშუალოდ იქცეოდა და ეს განაცხადიც მისი გულწრფელი ემოციისგან იყო გამოწვეული.