ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა იერიქონის ლტოლვილთა ბანაკში რეიდი განახორციელეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ სპეცოპერაცია ჰამასის მებრძოლების წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, რომლებიც 28 იანვარს იერიქონის ერთ-ერთ უბანში, რესტორანზე თავდასხმის განხორციელების მცდელობაში იყვნენ ეჭვმიტანილი.რეიდისას უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე ადამიანი მოკლეს.