თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, დაახლოებით, 110 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, წყნეთში, მუხათგვერდში, წავკისსა და ბეთანიაში.
„სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.