პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან მიმდინარეობდა.
საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ შესრულებული და შესასრულებელი საკითხები იყო.