საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
დღევანდელ სხდომაზე, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინებზე საუბრობენ სააკაშვილის ოჯახის წევრები. მათი განმარტებით, მოსამართლემ უმოკლეს ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდომარეობა უკიდურესად მძიმეა.