მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მიწისძვრის გამო ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 5383 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს. ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.