საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - იანვარში ბირჟაზე სულ 2,109 ლარის ღირებულების ორი ტრანზაქცია შედგა. ორივე მათგანი „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება, დღიური საშუალო ბრუნვის მოცულობა კი 96 ლარი იყო, ნაცვლად დეკემბერში დაფიქსირებული 297 ლარისა.
ცნობისთვის, საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 750 მილიონ დოლარს აღწევს. გეტყვით, რომ გასულ წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენდა.