მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, შესაძლოა მან დღევანდელ პროცესზე ახალი შუამდგომლობა დააყენოს, რომლითაც მოსამართლე გიორგი არევაძეს, გადაწყვეტილების მიღებამდე, „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მონახულებას სთხოვს. როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ექს პრეზიდენტის სურვილია, სხდომაზე „ვივამედის“დირექტორი ან მისი მკურნალი ექიმი გამოიკითხონ.