საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მთვრობას და ხალხს თანაუგრძნობს. პრეზიდენტი და პრემიერი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ და თურქ ხალხს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, თანაგრძნობას უცხადებენ. ქართული მხარე ოფიციალურ ანკარას დახმარებასაც სთავაზობს