ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებენ. გასულ 24 საათში, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო დარტყმა და სარაკეტო ზალვო სისტემებიდან 56 შეტევა ხარკოვისა და ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს.
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, დიდია რუსული ჯარების დანაკარგები და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში მტრის საკონცენტრაციო უბნებსა და მის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს დაარტყეს.