კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის სემინარი სახელწოდებით "როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?" ჩატარდა.
სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ამბის დრამატურგიის, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და ისტორიად ქცევის შესახებ. ჟურნალისტებთან ორდღიანი შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.