გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის.
მემორანდუმი სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს.