პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გასახსნელად ემზადება. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება. დღის წესრიგს კანონმდებლები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშსს მოუსმენენ.