პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 3 მედლით დაასრულა. 73 კილოგრამში ჩემპიონი ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი გახდა, რომელმაც ტიტული დაიცვა. პარიზში ჩემპიონი პირველად გახდა 81 კილოგრამში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 2021 და 2022 წელს აღნიშნულ ტურინრზე მოპოვებული ვერცხლის მედლები საბოლოოდ ოქროთი შეცვალა. 90 კილოგრამში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ლუკა მაისურაძე.
ტატომ ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში იტალიელი ლორენცო პაროდი იპონით დაამარცხა, მესამე რაუნდში იაპონელი კენია კოჰარას ვაზარით აჯობა, ¼ ფინალში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს ორჯერ გაუკეთა შეეგიანი გდება, ხოლო ½ ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი იგივე ვანო რევაზიშვილი 1 წუთში იპონით დაამარცხა. ფინალში მოქმედი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იყო. ტატოს შეხვედრაზე სრული კონტროლი ჰქონდა, საბოლოოდ კი 2 წუთსა და 37 წამში გერმანელი ძიუდოისტი იპონზე დააგდო და მორიგი ჩემპიონობა იზეიმა.
პარიზშივე დააჯილდოვეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკთხვის გამარჯვებულები. 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ლაშა გუჯეჯიანი გახდა, წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოსიტის წოდება ტატო გრიგალაშვილს ერგო, საუკეთესოდ აღიარეს ბექა ღვინიაშვილის იპონი, საუკეთესო მომენტად კი ტატო გრიგალაშვილისა და ბელგიერლი მატიას კასეს ორთაბრძოლა დაასახელეს.