მოსალოდნელი თოვლიანი ამინდის გამო, სტამბოლში ორშაბათისთვის დაგეგმილი 170 ავიარეისი გაუქმდა, - ინფორმაციას თურქული მედია „თურქეთის ავიახაზებზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფრენების გაუქმება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს.
სტამბოლის აეროპორტიდან ან მისი მიმართულებით 152 რეისი გაუქმდა, საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან კი - 18 რეისი.
უამინდობის გამო, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს სკოლებიც დაიხურება.