თურქეთის ქალაქ მალათიაში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 420 კი - დაშავდა და 140 შენობა ჩამოინგრა, - ამის შესახებ მალათიის პროვინციის გუბერნატორმა თურქულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
თურქეთში დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი : აზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.