"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუშინდელ ყრილობაზე დამტკიცებულ პოლიტიკურ საბჭოს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ფრთის კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, პოლიტიკური საბჭო გაცილებით მაღალი ჩართულობით უნდა არჩეულიყო. ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. მან ლევან ხაბეიშვილი ჩრდილოვან მმართველს შეადარა.
გუშინდელი "ყრილობის" მიერ დამტკიცებული " პოლიტიკური საბჭოს" წევრობაზე უარი განაცხადა რამდენიმე პარტიის წევრმა, მათ შორის, ეკა ხერხეულიძემ და აკაკი მინაშვილმა, ისინი პროცესს არადემოკრატიულს უწოდებენ. პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ ინფორმირებული არც ხატია დეკანოიძე ყოფილა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან მსგავსი მიდგომა სამწუხაროა.