ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის გადმოსაბარებლად ემზადება. ამ წუთებში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა და შემდგომი სტრატეგია გახდება ცნობილი. ყრილობას ესწრება ნიკა მელიას მხარდამჭერთა ერთი ნაწილი, თუმცა ღონისძიებაზე არ გამოჩენილა თავად მელია. ხაბეიშვილის ოფიციალურად არჩევას ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, მათ შორის გიგი უგულავა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად ახალი ენერგიით ბრძოლაა საჭირო, ამიტომ გუნდი კვლავ ერთიანი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის შიდა არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო და კოკურენტები პირველივე ტურში დააამარცხა.