ჩილეში ტყის ხანძრების გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი 40 000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული. დაზიანებულია ასობით სახლი. მთავრობამ ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მეზობელი ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ მოიმატა.