უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი იქნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო თავად რეზნიკოვნმა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლის შესახებ მას ინფრმაცია არ აქვს. „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, რომ რეზნიკოვი შესაძლოა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს, რადგან ის ზელესნკის გუნდში კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა. 56 წლის ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 4 ნოემბრიდან იკავებს.