რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა.
წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.