კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი იტყობინება. მინისტრი დასძენს, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას", ამიტომ საჭირო იარაღის მიწოდება მომავალ;შიც გაგრძელდება.გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.