გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული . გერმანიის ლიდერის თქმით, გერმანია უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება. შოლცი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს „არანაირი მუქარა არ ჰქონია გერმანიის მიმართ“. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწმთხვევაში რუსეთის ლიდერი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. კრემლმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა.