ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ხუთსაათიან ინტერვიუში, რომელიც ბევრ სხვა საკითხს შეეხო, ბენეტმა აღნიშნა, რომ მან ჰკითხა პუტინს იმის შესახებ, აპირებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინისგან პირობის მიღების შემდეგ მან ზელესკის ამის სესახებ მოახსენა. შეგახსენებთ, ნაფტალი ბენეტი ლიდერებს შორის ერთ-ერთი იყო, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია აღნიშნავს, რომ ბენეტის სამშვიდობო მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.