მანქანების ბრენდმა „პეჟომ“ და მისმა კრეატიულმა სააგენტო OPEN-მა ახალი კამპანიის შესაქმნელად სტატისტიკურ მონაცემებს მიმართეს — კერძოდ, კვლევების მიხედვით, ქალები საჭესთან ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, ვიდრე მამაკაცები.
გარდა ამისა, საფრანგეთის მოგზაურობისა და უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული სტერეოტიპები, რომლებსაც ბავშვები ადრეული ასაკიდანვე აწყდებიან, მნიშვნელოვნად მოქმედებს შემდგომ ცხოვრებაში თავდაჯერებულობაზე. სწორედ ასეთ ვითარებაში დაინახა პეჟომ პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობა, შთაეგონებინა უფრო თავდაჯერებული ქალი მძღოლების ახალი თაობა.