ვოლტის კურიერებმა ტარიფების გაზრდის მოთხოვნით რესბუპლიკის მოედანზე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რთულ სამუშაო პირობებსა და კილომეტრების ცდომილებებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, შემოსავალზე აისახება. როგორც შეკრებილებმა განმარტეს, პრობლემის შესახებ ხელმძღვანელობას არაერთხელ აცნობეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ვოლტის კურიერები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოქმედების ერთიან გეგმას შეიმუშავებენ.