გადამწყვეტი პროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - სავარაუდოდ, ორშაბათს გაირკვევა გადაუვადებს თუ არა სასჯელს მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ საააკშვილს. მხარეების მიერ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა, რის შემდეგაც საბოლოო განაჩენი გამოცხადდება. სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე ზეწოლას გაუძლებს და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. მათი თქმით, თუ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდება, არ გამორიცხავენ, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელონ. სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების იმედი აქვს ოჯახსაც. გიული ასალანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველ დღე მძიმდება, ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ ჭამს და ვეღარ მოძრაობს, ასეთ მდგომარეობაში კი გამოსავალი მხოლოდ მკურნალობის უცხოეთში გაგრძელებაა.