ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გიგანტური ჩინური ბუშტი ჩამოაგდო , რომელიც ამერიკის მთავარ სამხედრო ობიექტებზე თვალთვალს ახორციელებდა. თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა აეროსტატი აშშ-ს ტერიტორიულ წყლებზე ჩამოაგდეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გამოთქვა "ძლიერი უკმაყოფილება და პროტესტი აშშ-ს მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამოქალაქო უპილოტო თვითმფრინავებზე”.გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბურთი ზღვაში მცირე აფეთქების შემდეგ ჩავარდა.