,,აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ ორგანიზებითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით სამედიცინო აქტივობების ციკლი გრძელდება. აქციის მიზანი დევნილი საზოგადოებისთვის მოთხოვნადი სამედიცინო სერვისების უფასოდ მიწოდებაა. აქციის ფარგლებში გლდანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სხვადასხვა სამედიცინო პროფილის მქონე ექიმებმა სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ბენეფიციარებმა ისარგებლეს ზოგადი ექოსკოპიური გამოკვლევებით.