საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.