“24-ი თებერვლის საორგანიზაციო ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი მიზანი 24-თ თებერვალს დაანონსებულ აქციაში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართულობა და ისტორიულ გადაწყვეტილებაში მათი წვლილის შეტანაა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ახალგაზრდების ჩართულობა საბოლოო ჯამში შედეგს გამოიღებს, რაც ქართულ პოლიტიკაში ამ ადამიანების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.