პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უახლოეს კვირებში გეგმავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელ მარცინ პშიდაჩის განცხადებით, ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სტუმრობის კონკრეტულ თარიღზე მოხდება შეთანხმება. მედიის ინფორმაციით, ბაიდენი პოლონეთში ვიზიტს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან წლისთავზე გეგმავს.