უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
პოდოლიაკმა თავისი განცხადებით რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მუქარებს უპასუხა, რომლის თქმითაც, ყირიმზე კიევის თავდასხმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება.
„საერთაშორისო სამართალი მკაფიოა. უკრაინას თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია. ყირიმი უკრაინაა. ამიტომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების „სამაგიერო დარტყმების“ შესახებ მუქარები უბრალოდ მასობრივი მკვლელობების ჩადენის დადასტურება და ტრადიციულ რუსულ სტილში შეშინების მცდელობაა. ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი”, - წერს პოდოლიაკი.