რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა. ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა. ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადააგილებული 2 მილიონზე მეტი ადამინის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებლების დატოვება მოუწიათ. ცნობისთვის, სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდა. მის სუვერენულ სახელწმიფოდ აღაირებას მხარი გაეროს 193-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა.