ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავზე საჰაერო ბუშტის გამოჩენას ეხმაურება. მათი ინფორმაციით, ჩინეთს არასდროს დაურღვევია არცერთი სუვერენული ქვეყნის ტერიტორია და საჰაერო სივრცე. სამინისტორ ინფორმაციით, ჩინეთმა სამოქალაქო აეროსტატი მეტეოროლგიური კვლევებისთვის გამოიყენა, ძლიერმა ქარმა კი ის დაეგმილი კურსიდან გადაიყვანა. უწყების მტკიცებით, აშშ-ში ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედია საშუალება ინციდენტს ჩინეთზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის საბაბად იყენებს.