ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელებს შორის დასავლეთ სანაპიროზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. „ალჯაზირას“ ინფორმაციით, ისრაელის შეირაღებულმა ძალებმა 26 წლის მამაკაცი მოკლეს, რომელიც ერთ-ერთ ჯარისკაცეს თავს დაესხა. 2023 წლის დასაწყისიდან ისრაელსა და პალესტინას შორის თავდასხმის შემთხვევბი გახშირდა. ისრაელის ძალებმა წლის დასაწყისიდან დღემდე 36 პალესტინელი მოკლეს, პალესტინელების მიერ მოკლული ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა კი 6-ს შეადგენს, მათ შორის ერთი ბავშვია.