კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი შეზღუდვები დაუწესდა 38 ფიზიკურ და 16 იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან. მათივე ცნობით, სასანქციო სიაში მოხვდნენ სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ, ასევე კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუნებელთან, დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები.