ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა, საყოველთაო პროგრამის ფარგლებში არსებული ხარვეზები და კერძო დაზღვევის მქონე ონკოპაციენტების მკურნალობა - ეს ის თემებია, რომელიც კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განიხილეს. ონკოლოგებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიბოს მართვის მიმართულებით ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ხარვეზები მაინც არსებობს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღების დათმობა სჭირდება. კონფერენციას პაციენტები, მედიის, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.