თბილისის საკრებულომ მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. დადგენილება არეგულირებს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი სახსრებით, ინვესტორის მონაწილეობის გარეშე, მრავალბინიანი ავარიული შენობების ჩანაცვლებას და მესაკუთრეებისთვის ახალი ბინების გადაცემას დასრულებული რემონტით. თუკი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება არა იმავე მიწაზე, რომელზეც განთავსებულია ავარიული კორპუსი, არამედ სხვა, ალტერნატიულ მიწაზე, მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება აღნიშნული ჩანაცვლება განახორციელოს ყველა მესაკუთრის თანხმობის გარეშე.