იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში 24 თებერვლამდე ჩავა. აღნიშნული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. მელონის თქმით, გერმანია და იტალია უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებენ. მისივე თქმით უკრაინისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხზე იტალია საფრანგეთთანაც თანამშრომლობს.