აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, დახმარების ახალ პაკეტში სულ 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა იქნება. რაიდერმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს.