შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაიცვან. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის შესაძლებელია. თუმცა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.