აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო სამოქმედო გეგმასა და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.