მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა. შემდეგ სხდომაზე რომელიც 6 თებერვალს 5 საათზე გაიმართება, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად გავა. როგორც დაცვის მხარე განმარტავს, ბრალდებამ დასაკითხი მოწმეები სასამართლო პროცესიდან იმიტომ ჩახსნა, რომ მოწმეთა ჩვენებები ბრალდების მხარის საწინააღმდეგო იქნებოდა.