კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის მიერ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნადირაძის განცხადებები, ყვითელი პრესის დონეზე უნდა შეფასდეს, რადგან ის მნიშვნელოვანი საკითხების ნაცვლად, მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობდა, თუ რით იკვებებოდა ექსპრეზიდენტი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კლინიკის დირექტორმა ყველა იმ შეკითხვას აარიდა თავი, რომელიც ექიმის კომპეტენციაში შედიოდა.